ვანთა

ვანთის ადმინისტრაციული ერთეული

ვანთა მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას, მდინარე ვანთისხევის (მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადი)  ნაპირზე, ზღვის დონიდან 600 მეტრზე. თელავიდან დაშორებულია 13 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 937 ადამიანი.

ვანთა ისტორიულ წყაროებში პირველად XIV საუკუნეში იხსენიება, თუმცა უკვე ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ დიდი დასახლება ყოფილა. სოფლის მახლობლად მაღალ გორკაზე გაშენებული იყო VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შემორჩენილია ფეოდალ ილარიონ ქართველის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია,  აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთი. რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო-თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა (შემორჩენილია დიდი ბუხარი). მეორე სართული საცხოვრებელი იყო. ნათდებოდა ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით. ასასვლელად შენობას გარედან მიშენებული ჰქონდა ფართო კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა. ვანთის სასახლე ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.

სოფ. ვანთაში ნაციხვრის ტერიტორიაზე დგას გვიანფეოდალური ხანის ეკლესია, რომელიც მაცხოვრის ეკლესიის სახელითაა ცნობილი. ეკლესია აგებულია რიყის ქვით, გარე ფასადზე მოთავსებულია ჯვრის მარტივი რელიეფური ფილა, ხოლო ეკლესიის ინტერიერი დაყოფილია მასიური ერთსაფეხურიანი კედლის პილასტრებით.

ვანთში არის კიდევ ერთი უნმიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლი - წმინდა გიორგის ეკლესია, რომელსაც მოსახლეობა "ქოქიაურები"-ს ეკლესიას ეძახის. ეკლესია ახალი რესტავრირებულია.

ასევე, ვანთაში არის პატარა ზომის ღვთისმშობლის სახელობის საკმაოდ მოძველებული ეკლესია.

 

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

 

შალვა კირვალიძე

ტელ: 570-70-93-11
მობ: 571 991044
E-mail: vanta.telavi@gmail.com

სპეციალისტი

 

  • მარიამ თანდილაშვილი - მობ:  598 41 41 31

გადიდებული რუკის ნახვა

Share page