0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნურიკვების პროდუქტებით დაფინანსება

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების დაფინანსებას 0-1 წლამდე ასაკის ბავშვების ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფად. ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს. ქვეპროგრამაში ვერ ჩაერთვებიან ოჯახები, რომლებიც უკვე სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაცემული კვების ვაუჩერით. ქვეპროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 (ორი) თვეს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ბავშვზე გაიცემა ყოველთვიური დაფინანსება 150 ლარის ოდენობით.

ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის მიერ შევსებული მომართვის ფორმა;

ა.ბ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ა.გ) განმცხადებლის (ერთ-ერთი მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.ე) ფორმა NIV-100/ა, სადაც აღნიშნული უნდა იყოს, რომ ბავშვს ესაჭიროება ხელოვნური კვება;

ა.ვ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა).

 

დადგენილება N3

Share page