სანიორის საზოგადოებრივი ცენტრის დათვალიერება
2018 წლის 15 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მთავარი სპეციალისტი ლაშა აბაშიძე სოფელ სანიორეში "საზოგადოებრივი ცენტრის" მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს დაათვალიერებენ.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი სანიორის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ხორციელდება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებას, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას.
ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის 52 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს იგიგმება 14 ახალი ცენტრის გახსნა.