ტრენინგი - "ადგილობრივი თვითმმართველობის როლი შშმ პირთა უფლებების დაცვის პროცესში"

11 June, 2018

2018 წლის 8 ივნისს თელავის მუნისიპალიტეტის საკრებულოს დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკ ჯორჯია“-ს მიერ, საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი „ადგილობრივი თვითმმართველობის როლი შშმ პირთა უფლებების დაცვის პროცესში“, სადაც განხილულ იქნა  შშმ პირთა საკითხები ადამიანის უფლებათა კონვენციების ჭრილში.   „თემში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების მხარდამჭერი ცენტრი“-ს წარმომადგენლებმა ტრენინგ-პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები და დაინტერესებული მოქალაქეები.

იხილეთ ალბომი

Share page