სოფელ ლაფანყურში "ვაჟაობა" აღინიშნა

26 ივლისი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დოღი და ფოლკლორული კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები - „პატარა კახი“ (უმცროსი თაობა) და „მზე შინა“.

სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულებს მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

 

 

გააზიარე