კომისიის წევრები
- ლევან კოჭლოშვილი - თავმჯდომარე
- გიგა მამუკელაშვილი - წევრი
- იოსებ პარწიკანაშვილი - წევრი
- ნიკოლოზ მაისურაძე - წევრი
- გიორგი ქიზიყელაშვილი - წევრი
- მიხეილ გრემელაშვილი - წევრი
- ლევან ლილუაშვილი - წევრი
- ბაადურ რევაზიშვილი - წევრი
- ირაკლი სულხანიშვილი - წევრი
სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას:
- სოციალური, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
- სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნისა და მათი ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
- ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
- ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემოლოგიურ მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
- მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების დადგენის შესახებ;
- ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლისა და ხელშეწყობის, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესახებ;
- ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფებისათვის მასობრივი ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენის შესახებ;
კომისიის უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში