ნადიკვრის პარკში მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა

2 April, 2020

თელავში ნადიკვრის პარკში მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა.

მზის მხარეს მბრუნავი გერმანული სისტემის ( Deger tracker 9000 NT) მზის ელექტოსადგურის სიმძლავრე 12.6 კილოვატია.

წინასწარი გათვლებით, ელექტროსადგური წელიწადში 22 000 კვ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ნადიკვრის პარკის წლიური ენერგო მოხმარების დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

სისტემას დადებითი გავლენა ექნება გარემოზე.

 პროექტის ჯამური ღირებულებაა 122,764 ლარი.

მზის ელექტოსადგურის მშენებლობა ადგილობრივმა ბიზნესმენმა შოთა როსტომაშვილმა სრულად დააფინანსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად გადასცა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის შოთა როსტომაშვილს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

გააზიარე