კომისიებში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს

23 ივლისი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ინიციატივის განხილვა გრძელდება. საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბის წევრების, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებას 2021 წლიდან ითვალისწინებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა.

კომისიის თავმჯდომარე დავით გოგოშვილის განცხადებით, პროექტით განსაზღვრული თანხის მიხედვით მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გათვალისწინებული უნდა იყოს 211 ათასი ლარი, თუმცა ზუსტი თანხა 2021 წლის ბიუჯეტის ფორმირების დროს განისაზღვრება.

„წარმოდგენილი პროექტი სტიმულს მისცემს ბევრ  დამწყებ და მოქმედ სპორტსმენს. ინიციატივის მიხედვით გათვალისწინებულია თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ სპორტსმენების ფინანსურად წახალისება, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში იასპარეზებენ და მაღალ სპორტულ შედეგებს მიაღწევენ. კომისიამ პროექტის ფინანსური ნაწილი დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა, რომ წარმომადგენილი სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით“, - განაცხადა დავით გოგოშვილმა.

სხდომაზე ასევე განიხილეს ბიუჯეტში ცვლილების პროექტი. ცვლილების შეტანა უკავშირდება კულტურსა და დასვენების პარკების გაერთიანება „ნადიკვრისათვის“ წლის ბოლომდე შეუფერხებელი ფუნქცინირებისათვის თანხის მობილიზებას. კომისია მიიჩნევს, რომ დადგენილების მისაღებად საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს.

  

გააზიარე