გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

3 დეკემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებსა და თელავში ალაზნის გამზირისა და კავკასიონის ქუჩის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შორის. შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის  მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი დასწრო.

შეხვედრაზე ქალაქის წყალმომარაგების მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 2019 წელს გამოცხადდება ტენდერი დამატებით სამი ჭაბურღილის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობაზე, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში გამრიცხველიანებისა და წყლის ცენტრალური სისტემების რეაბილიტაციაზე. კომპანიის განმარტებით, 2020 წლის ზაფხულის სეზონისთვის თელავში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

 

გააზიარე