ცხელი ხაზი : 574 17 96 23

ეთერ ბაბილაშვილის და კარლო ქართველიშვილის ვარსკვლავები გაიხსნა

7 ნოემბერი, 2020

ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობების ეთერ ბაბილაშვილისა და კარლო ქართველიშვილის სასცენო მოღვაწეობის 60 წლის აღსანიშნავად, თეატრის წინ მათი ვარსკვლავები გაიხსნა.

თელავის თეატრის გარე სივრცეში გამართულ საღამოზე ეთერ ბიბილაშვილმა და კარლო ქართველიშვილმა ცნობილი სპექტაკლებიდან ეპიზოდური როლები შეასრულეს.

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ მსახიობ ეთერ ბაბილაშვილს მედეა ჩახავას, კარლო ქართველიშვილს კარლო საკანდელიძის სახელობის პრემია მიანიჭა, ხოლო თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს პაატა გულიაშვილს ,,თეატრის ქომაგის,, ჯილდო გადაეცა.

 ეთერ ბაბილაშვილს და კარლო ქართველიშვილს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ასევე თელავის მუნიციპალიტეტის მერიისგან.

ღონისძიების დასასრულს, გაიმართა საიუბილეო ბუკლეტის ,,თელავის თეატრი 260,, პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს თელავის თეატრის თანამედროვეობასა და საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკოსების და თეატრალური სამყაროს წარმომადგენელთა მილოცვებს.

გააზიარე