აკურა

აკურის ადმინისტრაციული ერთეული

აკურა მდებარეობს გომბორის ქედის აღმოსავლეთ ფერდობის ძირას, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე. თელავიდან დაშორებულია 12 კმ-ით. 
ადრე სოფელი მდინარე აკურის ხეობის მიდამოებში მდებარეობდა და სოფლის სახელიც მას უკავშირდება. აქ არსებულ გამოქვაბულებს და ტყიან ადგილებს მოსახლეობა დროებით საცხოვრებლად იყენებდა. ეს ადგილები დღესაც "ნახიზნარიების" და "ნაკალოვრების" სახელებით არის ცნობილი. აქ შემონახულია ძველი ქვევრ-მარნების , საწნახელების და საცხოვრისების სხვა ნაშთები.
მამადავითის ეკლესიაშუა საუკუნეებს განეკუთვნება წმ. ელიას, ღვთისმშობლის, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიები. 
სოფლის სამხრეთით 1,5კმ-ის დაშორებით მდებარეობს მამა დავითის მონასტერი, რომელიც 855წელს დააარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ - ილარიონ ქართველმა (822-875წწ). ამ მონასტერში ცხოვრობდნენ მისი დედა და და. მონასტერი რესტავრირებულია და ამჟამად წარმოადგენს ტურისტულ ონიექტს. 

სოფელი აკურა ადრინდელ შუასაუკუნეებში წარმოადგენდა ქართველთა აქტიურ კულტურულ-სამეურნეო ყოფა-ცხოვრების ადგილს. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების (ადრინდელი შუასაუკუნეები) შემდეგ, როდესაც კახეთის ცალკეული „ხევი“ მჭიდროდ დაუკავშირდა ადგილობრივ სახელმწიფო ერთეულს და კახეთის ქორეპისკოპოსის ხელისუფლებას დაემორჩილა.

აკურაში შემორჩენილია VIII-IX საუკუნეების ნაგებობის ნაშთები, რაც იმის დამადასტურებელია, რომ სოფელი მდ. ვანთისხევის მნიშვნელოვან დასახლებას წარმოადგენდა და ხევის გარკვეული ცენტრი იყო.

აკურის ყმა-მამულის დიდი ნაწილი დავითგარეჯის მონასტრის საკუთრება ყოფილა და საკათალიკოსო მამულების გუჯრებშიც მოიხსენიება. 1392 წელს იგი საქართველოს ეკლესიის განკარგულებაშია. ეს კუთვნილება XVI საუკუნიდან, კახეთის ცალკე სამეფოს წარმოქმნისას, რამდენადმე შეიცვალა. სახელდობრ, ალექსანდრე II კახთა მეფე 1597 წელს დავითგარეჯის მონასტრის მეტოქის ყმა-მამულის, სიცოცხლეში სარგებლობის უფლებით, თავის მარტოხელა დას — ქეთევანს აძლევს. შემდგომში მონასტრის ყმა-მამული ცალკეულ ფეოდალთა მძლავრობის საგანი შეიქნა. XVII საუკუნის მიწურულში მასზე წილი სდებიათ თავად გერმანოზიშვილებს. ამას ხელი ვერ შეუშალა სამეფო ხელისუფლებისა თუ უმაღლესი სასულიერო პირების ჩარევამ, რომლებიც სოფლის ყმა-მამულს ასეთი დატაცებისაგან იცავდნენ. მაგალითად აკურაში მონასტრის ყმა-მამულზე მოხელე-მოურავებად დაყენებულმა ჯანდიერისშვილებმა მიიტაცეს სამოხელეოდ ბოძებული ყმა-მამულის ერთი ნაწილი. სოფელი მოხსენიებულია 1708 წლის იმამყული-ხანის აკურის შეწირულობის განახლების სიგელში, სადაც დავითის ლავრის წინამძღვარი ონოფრე გარეჯელი მეფე დავით II იმამყული-ხანს მიმართავს, რათა სოფელი მონასტერს დაუბრუნდეს, რაც მონასტრის სასარგებლოდ წყდება. 

1710 წელს საქართველოს კათოლიკოსი დომენტი იძულებული გახდა პირადად მოეწესრიგებინა ჯანდიერისშვილებსა და გარეჯის მონასტრის მესვეურთა შორის წამოჭრილი მწვავე კონფლიქტი. დომენტი კათალიკოსის განჩინებით „აკურაზე ხელი არავის აქვს, არც მოურავს, არც სხვას“. დროთა განმავლობაში აკურაზე წილი დაიდეს სხვა ფეოდალებმა - ოხიაყოჩიშვილებმა, ხოსროშვილებმა, იოთამისშვილებმა. ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ჩარევის შედეგად, სამეფოში რამდენადმე მოწესრიგდა სამამულო საკუთრების ყმა-მამულის დატაცების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი. ეს საკითხი მოგვარდა აკურაშიც. გვიანდელ შუასაუკუნეებში აკურა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულად შედიოდა კახეთის მეორე - ნეკრესის ეპისკოპოსის სადროშოში. ომიანობის დროს აკურიდან გამოსული ლაშქარი, იმდროინდელი ადმინისტრაციული დაყოფის საფუძველზე, ნეკრესელის დროშის ქვეშ დგებოდა და მის სარდლობას ექვემდებარებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოფელი ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა.

სოფელი აკურა ყოველწლიურად, აღდგომის მეშვიდე ხუთშაბათს, აღნიშნავს რელიგიურ დღესასწაულს - დავითობას.

 

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ოთარ ხატიაშვილი

✆ -  551 507722

✉ - akura.telavi@gmail.com

სპეციალისტი
  • მაკა იასპაშვილი - მობ: 591 92 52 41

  •  


გადიდებული რუკის ნახვა

გააზიარე