ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ექვემდებარება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს

განყოფილების ფუნქციები:

მერიის საჯარო მოხელის პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; მოხელეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; კვალიფიკაცია ასამაღლებელ მოხელეთა სიის შედგენა;  

  • საკადრო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; 
  • მერიის მოხელის პირადი საქმეების წარმოება; 
  • მერიის შტატგარეშე მოხელეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, მისი აღრიცხვა და კონტროლი ხელშეკრულებების პირობებზე;
  •  ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მისი წარმოება;
  • მერიის თანამდებობის პირთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე მონიტორინგი;
  • თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების დროს მის ორგანიზებაში მონაწილეობა. 

 

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი

ელენე ღარიბაშვილი 


✆ - 599 505281 

✉ - elenegaribashvili@gmail.com

გააზიარე