სანიორე

 

სანიორის ადმინისტრაციული ერთეული

სანიორის ადმინისტრაციული ერთეული აერთიანებს სოფელ სანიორეს და სოფელ ჯუღაანს.

სანიორე მდებარეობს ალაზნის ვაკეზე მდინარე ლოპოტის მარჯვენა მხარეს, ყვარელი-ახმეტის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 420 მეტრზე. თელავიდან დაშორებულია 21 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 735 კაცი.

სოფლის ისტორია მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იწყება. ეს ტერიტორია სათავადო სავარგულებს წარმოადგენდა. ერთ-ერთმა გლეხმა თავადს ნივრის დასათესი ადგილი სთხოვა და იქვე დასახლდა. მას სხვებმაც მიბაძეს და ასე წარმოიშვა დასახლების სახელი "სანიორე".

სოფელს აქვს კულტურის სახლი, რომელიც 1950 წლით თარიღდება. ასევე არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ამბულატორია. 2018 წელს სანიორე-ნაფარეულის საზღვარზე გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი. სოფელში ორი ეკლესიაა. ერთს დასრულებული სახე აქვს, ხოლო მეორე ეკლესიაზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული ეკლესიების აგების თარიღი უცნობია. 

სანიორის მეზობლად მდებარეობს სოფელი ჯუღაანი.
ჯუღაანს, როგორც სოფელს საფუძველი ჩაეყარა 1907 წლის გაზაფხულზე, შიდა ქართლიდან ემიგრირებული მოსახლიეობის მიერ. სოფლის მკვიდრთა უმრავლესობას წლების განმავლობაში შეადგენდა ეროვნებით ოსი მოსახლეობა. სოფლის სახელწოდების საფუძველს წარმოადგენს გვარი ჯუღაშვილი სოფელი ჯუღაანი ზღვის დონიდან 430 მეტრზე მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 178 ადამიანი.
სოფლის ტერიტორიაზე განთავსებულია ორი მცირე ზომის ეკლესია. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აშენდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე 1978 წელს. მეორე ეკლესია,რომელიც სოფლის განაპირას მდებარეობს სოფლის მოსახლეობის ინიციატივითა და კერძო შემოწირულობების საფუძველზე აშენდა 1996 წელს.

მოსახლეობა ყოველი წლის 9 მაისს აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულს.

 

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

 

რამინ მელიქიშვილი

 

მობ: 599-85-77-52
E-mail: saniore.telavi@gmail.com

სპეციალისტი

 

  • ნელი ქოჩიშვილი - მობ: 577 62 63 79
  • მარინე ქოჩიშვილი - მობ:  599 89 49 19


გადიდებული რუკის ნახვა

Share page